18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:50:03, 647 ნახვა

პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: ჯონი ხეცურიანი სიაში არაა, რადგან სატელევიზო ფორმატში დასახელდა და ჩვენთან წერილობითი წარდგინება არ მომხდარა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "ლეიბორისტული პარტიის" მიერ დასახელებული ჯონი ხეცურიანის კანდიდატურა სიაში იმიტომ არ არის, რომ  მისი წარდგენა სატელევიზიო ფორმატში მოხდა  და ადმინისტრაციაში წერილობითი განაცხადი არ შესულა.

"სიაში არ არის  იმიტომ, რომ ჯონის დასახელება მოხდა სატელევიზიო ფორმატში "ლეიბორისტების" მიერ  და გარკვეული სხვა ჯგუფების მიერ. თუმცა წერილობითი წარდგინება და ადასახელება ოფიციალურად  ადმინისტრაციაში არ მომხდარა",-განაცხადა გიროგი კვერენჩხილაძემ.

ცნობისთვის, საზოგადოების წარმომადგენლების მიერ  უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის  კანდიდატურების დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა.

36 ეარდგენილ პირთაგან, რვამ თავისი კანდიდატურის  განხილვაზე უარი განაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილება 23 თებერვალს ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics