22:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 11:11:58, 1064 ნახვა

რეგიონი
კასპში, სოფელ ზემო ხანდაკში პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების 30 წლისთავი აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პოლკოვნიკი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას აფხაზეთში გმირულად დაიღუპა.

„ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სკვერში, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, თანასოფლელები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის დაღუპული გმირის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტში ლავრენტი ბაიდაურმა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მისივე სახელობის მშობლიური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ტარიელ შარიფაშვილის  ქალიშვილი, თამარ შარიფაშვილი, შვილიშვილი და ახლობლები“,- აღნშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics