21:58 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 16:32:37, 1062 ნახვა

რეგიონი
აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ლეპტოპებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა

აჭარაში კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება  გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, გამარჯვებულ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ განათლების პრიორიტეტულობას და ხელმისაწვდომობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი გეგმით, კომპლექსურად, მაქსიმუმი კეთდება რათა ყველა მოსწავლეს საქართველოში, ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ახალ სასკოლო ინფრასტრუქტურაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

“აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადებში და კონკურსებში 15 000 მოსწავლე მონაწილეობდა. გამოვლინდა 147 გამარჯვებული მოსწავლე. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცემათ დიპლომები და პერსონალური კომპიუტერები.

საგნობრივი ოლიოპიადები ჩატარდა ექვსს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ასევე გაიმართა კონკურსები სახვით ხელოვნებაში, ლიტერატურულ მარათონში, სპორტულ შეჯიბრებებში.

მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics