17:57 - 28 May, 2026
|
2023-09-10 12:53:56, 2790 ნახვა
სპორტი
ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ Lombardia Trophy-ის ტურნირი მოიგო
ქართველი მოციგურავე, ევროპის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა იტალიაში მიმდინარე Lombardia Trophy ტურნირის გამარჯვებული გახდა. თავისუფალი სრიალისთვის სპორტსმენმა 115,95 ქულა მიიღო და მხოლოდ მეოთხე გახდა, რასაც ხელი არ შეუშლია ფინალური გამარჯვების მოპოვებაში სულ 185,60 ქულით. ერთი დღით ადრე გუბანოვა საუკეთესო გახდა მოკლე გადაცემაში, წერს SOVA. 2023 წლის იანვარში ანასტასია გუბანოვა გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ფინეთის ქალაქ ესპუში. მანამდე სპორტსმენი რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოადგენდა, 2021 წელს კი გამოცხადდა, რომ საქართველოს ნაკრებში შეუერთდებოდა - მოციგურავე უკვე მესამე სეზონია, საქართველოს სახელით გამოდის.
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)