22:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 12:37:38, 1177 ნახვა

რეგიონი
ბათუმი ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის - „CORLEAP“ მე-12 შეხვედრას მასპინძლობს

ბათუმში ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) ყოველწლიური მე-12 ღონისძიება  გაიმართა, სადაც საქართველო CORLEAP-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის რანგში მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათ ცნობით, კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან, ბათუმის მერთან ერთად გახსნა.

„ღონისძიებაში CORLEAP-ის  წევრი ქვეყნებიდან წარმოდგენილი  50 - მდე დელეგატი, ასევე ათეას მიერ ევროპის საბჭოს კონგრესში და ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) წარდგენილი დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (ათეა) და  ბათუმის მერიის ერთობლივი ორგანიზებითა და  მხარდაჭერით გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას, ასევე  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  რადლოს მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, პაველ ბრანდა და CORLEAP-ის  თანათავმჯდომარემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძემ.

CORLEAP-ში აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანა - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანია წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics