22:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-04 17:12:41, 1132 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს

აჭარის მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა პაციენტს მაღალტექნოლოგიურ კვლევას სრულად დაუფინანსებს, გაიზრდება ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პროგრამების ბიუჯეტი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე  და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე პროგრამული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, პროგრამის კიდევ უფრო დახვეწისა და მოსაზრებების გაზიარების მიზნით, ონკოლოგებს და პაციენტებს შეხვდნენ.

„შეხვედრაზე ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ონკოპაციენტთა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების დაფინანსების, ძვირადღირებული დიაგნოსტიკური კვლევებისა და მედიკამენტებით ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ისაუბრეს.

აჭარაში ონკოქირურგია 2022 წლიდან სრულად ფინანსდება. ხოლო, 2023 წლიდან - აჭარის მთავრობამ კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსება 100 % - მდე გაზარდა. კვლევა უფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. ასევე, PET-  პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა.

წლის 1 აგვისტოდან ონკოპაციენტებისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, სრულად, თანაგადახდის გარეშე დაფინანსდება. ასევე, მოიხსნა თანხობრივი შეზღუდვა პაციენტების მომართვაზე, გაიზარდა ასევე წლიური ლიმიტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics