|
2023-08-31 10:12:40, 1164 ნახვა
რეგიონი
ქედაში, სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ქედაში, სპორტული მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს წევრთან ლევან ვერძაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზუნდაგაში მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. "პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღობეს, მოეწყობა ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება განათება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 103 939 ლარია გამოყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მინი სპორტულ მოედანზე შესაძლებელი იქნება როგორც ფეხბურთის ასევე, კალათბურთის და ფრენბურთის თამაში. "მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გოგიაშვილებში და სოფელ ხარაულის ცენტრში მდებარე მინი სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 234 433 ლარი დაიხარჯა".- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)