|
2015-02-10 11:58:42, 1049 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელებს მოკლევადიანი ვიზის აღება ელექტრონულად შეეძლებათ
მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან საქართველოში ელექტრონული ვიზის პორტალი ამოქმედდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მისი მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა. ვიზის მიღების მსურველმა პირმა ონლაინ განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს შემდეგ მისამართზე www.evisa.gov.ge. განაცხადის რეგისტრაციისას მომხმარებელი უნდა გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ვიზის მიღების წესებისა და პირობების შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ხშირად დასმული კითხვების გვერდზე. ელექტრონულ პორტალზე სავიზო განაცხადის რეგისტრაციისას ვიზის მიღების მსურველი პირი გადის 3 საფეხურს: 1. არეგისტრირებს სავიზო განაცხადს 2. ახორციელებს ონლაინ გადახდას 3. ბეჭდავს ელექტრონულ ვიზას. რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკანტს მიუვა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ იქნება გაფრთხილება საქართველოში შემოსვლის პირობების თაობაზე და მითითებული იქნება გადახდის ბმული. გადახდის განხორციელების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქე იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებს ელექტრონულ ვიზას, რომელიც უნდა ამობეჭდოს და წარადგინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას მოქმედ სამგზავრო დოკუმენტთან ერთად. ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს განსხვავებული მოთხოვნები წარსადგენ დოკუმენტებთან და ვიზის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, აღნიშნული მოთხოვნების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია რეგისტრაციის პროცესში, რასაც მომხმარებელი აუცილებლად უნდა გაეცნოს. აპლიკაციის შევსებისას ტექნიკური ხასიათის სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, ელექტრონული ვიზის მიღების მსურველ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს შესაბამისი დახმარება საკონსულო დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის contact@evisa.gov.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით (2 94 50 50) დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონული ვიზის პორტალზე www.evisa.gov.ge. სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ვიზის მიღების ახალი სერვისი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების და ბიზნეს ვიზიტორების ნაკადის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო და ა.შ.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)