22:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 14:53:57, 1210 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი აშენდება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, თანამედროვე, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების მიღებას 50 000-ზე მეტი პაციენტი შეძლებს.

"რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს არსებული შენობის გაფართოების და ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ახალი სამედიცინო ცენტრი პაციენტებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამბულატორიულ სერვისებს მიაწოდებს. პროექტის მიხედვით, პოლიკლინიკის ახალი შენობა დღეისთვის მოქმედი დაწესებულების გვერდით აშენდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ასევე, სასწრაფო დახმარების სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის განხორციელებით დაწესებულების 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება. ტერიტორიაზე ავტოპარკი და სამედიცინო ბრიგადებისთვის საჭირო სივრცეები მოეწყობა.

აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის შესაბამისად, ბათუმში, ჟიული შარტავას 13-ში სამშენებლო დოკუმენტის პროექტის მომზადება მიმწოდებელმა, არაუმეტეს 110 კალენდარული დღეში უნდა განახორციელოს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 320 080 ლარს შეადგენს. წინადადების მიღება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დასრულდება",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics