17:03 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 13:06:00, 1601 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შეხვედრას გამართავენ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა  უკრაინის კონფლიქტის განსახილველად დღეს შეხვედრას ვაშინგტონში გამართავენ. 

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, ბარაკ ობამასთან შეხვედრისას, ანგელა მერკელმა შესაძლოა  აღმოსავლეთ უკრაინის იარაღით მომარაგების წინააღმდეგ განცხადება გააკეთოს. 

შეგახსენებთ, რომ მიუხენში, 8 თებერვალს გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე,  ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედროების იარაღით მომარაგების  აუცილებლობას ვერ ხედავს. 

ცნობისთვის, 11 თებერვალს მინსკში ოთხმხრივი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც  მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics