|
2023-03-03 21:01:10, 2698 ნახვა
კომენტარი
გიული ალასანია - ექსპერტიზა ძალიან საჩქაროა, თუ კი ვინმე რამე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს, უნდა გადაიდგას სწრაფად
ექსპერტიზა ძალიან საჩქაროა, თუ კი ვინმე რამე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს უნდა გადაიდგას სწრაფად, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთში მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარშემო სრული ერთსულოვნებაა და ამ თემის იგნორირება ქვეყნისთვის ცუდის მომტანი იქნება. "ექსპერტიზა ძალიან საჩქაროა. თუ კი ვინმე რამე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს უნდა გადაიდგას სწრაფად. იმიტომ, რომ ყოველ წუთს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. ისეთი ერთსულოვნება ჩანს დასავლეთში ჩემი შვილის საკითხის მიმართ, რომ ამ ყველაფრის ერთიანად იგნორირება რისი მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემს შვილს, რომ თავი დავანებოთ? ჩემთვის, როგორც დედისთვის ეს კატასტროფაა, სრული კატასტროფაა იმიტომ, რომ მე მიკლავენ შვილს", - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)