|
2023-02-15 18:15:40, 1239 ნახვა
კომენტარი
ხაჭაპურიძე პენიტენციურზე - კადრების ჩვენებით პერსონალური მონაცემების კანონი დაირღვა, საგამოძიებო სამსახურს დღესვე მივმართავთ
პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი პენიტენციური სამსახურის მიერ მესამე პრეზიდენტის კადრების გამოქვეყნებას. მისივე თქმით, "ვივამედის" მიერ გავრცელებული მიხეილ სააკაშვილის კადრები, არ არის ავთენტური, ვინაიდან კადრები ზოგიერთ მომენტში აჩქარებულია თითქოს სააკაშვილი დარბის, ამით კი მათ უნდოდათ ენახებინათ, რომ სააკაშვილი კარგადაა. "პენიტენციურმა სამსახურმა ამ კადრების ჩვენებით დაარღვია პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი და ამაზე დღესვე მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ევროპარლამენტი ემზადება რეზოლუციისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მკაცრი. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების "ქართული რეზოლუცია" - რეზოლუციას პასუხობენ რეზოლუციით. მე რაც ვნახე იქ დაჩქარებული კადრებიცაა, როცა სააკაშვილი გადაადგილდება, ლამისაა დარბოდა და ამით აჩვენეს, რომ როცა სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო, სინამდვილეში ცუდად კი არაა, კარგადაა და გადაადგილდება", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)