|
2023-01-21 14:15:58, 1763 ნახვა
კომენტარი
მარდალეიშვილი კლინიკა - მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში, 9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, მედპერსონალიც დაღლილი იყო
პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში, - განაცხადეს რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკში, სადაც დაადასტურეს, რომ 21 წლის გოგოს ორგანიზმიდან მაკრატელი ამოუღეს. ექიმის თქმით, ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა, რამაც მედპერსონალის გადაღლა გამოიწვია. მან დასძინა, რომ მომხდარის შესახებ სრულ პასუხისმგებლობას კლინიკა იღებს. "პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში. პაციენტმა გაუვალობით მიმართა სხვა კლინიკას, სადაც დადგინდა ეს დიაგნოზი და შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში საოპერაციოდ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ექსტუვბირებულია, უკვე თვითონ სუნთქვა და იმედია, მალე გავწერთ ბინაზე. მას ჰქონდა შეხორცებითი გაუვალობა, რა ოპერაციაც გაკეთდა გუშინ და პაციენტი ახლა კარგად არის, რა თქმა უნდა, უცხო სხეულიც ამოღებულია. 9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, ბრიგადაც დაღლილი იყო, ეს არ არის გამართლება, ცუდია, რაც მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ", - განაცხადა რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის ექიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)