|
2022-12-25 13:08:28, 1615 ნახვა
რეგიონი
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
გორში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეით ბრიგადაში მორიგი ღია კარის დღე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ქვედანაყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟინვალისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. „მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ახლად გახსნილი ყაზარმა და თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გაცნობა იყო, რადგან მათ სამხედრო გაკვეთილებზე თეორიულად შესწავლილი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები, უშუალოდ სამხედრო ბაზაზე იხილეს. მოსწავლეების ღია კარის დღე „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა. ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობაში ცნობადობის ამაღლება და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)