20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 20:11:41, 1833 ნახვა

კომენტარი
იასკო პენიტენციურის კადრებზე - ის რაც გუშინ მოხდა ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა

ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა, - განაცხადა რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებზე.

მისივე თქმით,მათ ვინც მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის კადრები გაასაჯაროვა არის დანაშაული.მან დასძინა,რომ მათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება უკვე გამოუვიდათ.

"ის, რაც გუშინ მოხდა არამხოლოდ დამცირების საშინელი ნიშანია, არამედ მორალის, ადამიანის ღირსების შეურაცხყოფაა, ასევე ამცირებს მათ, ვინც ეს გააკეთა. ის, რაც გუშინ მოხდა პიროვნების განადგურების მუდმივი მცდელობაა - ფიზიკური, პოლიტიკური, მენტალური თუ ყველა სხვა საშუალებით. ჩემთვის ამაზე საუბარი ძალიან მტკივნეულია. მინდა მივმართო ქართველებს, მათ ვინც მიხეილს დასცინიან და მათ ვინც ამ ვიდეო გავრცელება გადაწყვიტა - ეს დანაშაულია, ნამდვილი დანაშაული, როცა აქვეყნებ პირად ინფორმაციას ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ. თუ მიხეილ სააკაშვილის განადგურება გინდოდათ, ეს უკვე გააკეთეთ - ამის ყურება ყველასთვის, ვინც საღ გონებაზეა დიდი შეურაცხყოფაა." - განაცხადა ლიზა იასკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics