20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 23:44:54, 2876 ნახვა

კომენტარი
ედუარდ სააკაშვილი - ტანჯვა, რომელიც მამაჩემმა განიცადა, რუსეთს საკმაოდ უხარია

პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობით სიამოვნებას იღებენ. მან დასძინა,რომ 2008 წლის ომის დროს,როდესაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, და რუსეთის აზრით ის საკმარისად არ დასჯილა და სათანადო დასჯას ის ახლა ციხეში მიიღებს. 

"საქართველოს ისტორიაში პირველად, 2012 წელს მამაჩემმა ხელისუფლება არჩევნების გზით გადააბარა. მალევე მან ქვეყანა დატოვა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა მის დევნას და ჩასვამდა ციხეში. მათ არა ერთი საქმე აღძრეს, რომელსაც "უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას" უწოდებდნენ. ეს არ არის საერთაშორისოდ აღიარებული, მამაჩემი მუშაობდა ევროპასა, აშშ-ში და ექსტრადიციას პრობლემა და საფრთხე არასდროს ყოფილა. მხოლოდ იმიტომ რომ ის უკან დაბრუნდა მათ შეძლეს დაეკავებინათ იმ ბრალდებებით, რომლებიც არსად აღიარებული არაა საქართველოს გარდა. ის ახლა უკრაინის მოქალაქეა, დაკავებამდე პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლად მუშაობდა.

პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა გარკვეული ორიენტაცია დასავლეთისკენ, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან გასული წლის განმავლობაში განიცადა, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია. მე არ მინდა ვთქვა, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ციხეში ჩაესვა. ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ თუ ნახავთ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას, რომელიც მამაჩემის მდგომარეობას აშუქებს, ფაქტია, რომ იქ ეს უხარიათ. [მისი ამჟამინდელი მდგომარეობით და იმით, რომ ის ციხეშია] ისინი სიამოვნებას იღებენ. 2008 წლის ომის დროს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველო იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება მათ იფიქრეს, რომ ის ამისთვის ბოლომდე არ დასჯილა და ახლა ამის მისაღწევად არსებობს გზა", - თქვა ედუარდ სააკაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics