|
2022-12-10 12:21:42, 1722 ნახვა
რეგიონი
2023 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ოთხ მილიონ ლარამდე გაიზრდება
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და დაგეგმილი პროგრამული სიახლეები, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გააცნო. მინისტრის განმარტებით, გეგმის თანახმად 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა. ,,შეხვედრის მონაწილეებს, რომლებიც უშუალო კავშირში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები გავაცანით. განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელის ამოქმედების საფუძველზე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რიგ პროგრამებში განხორციელებული თანადაფინანსების მეთოდი. ასევე, ის ახალი პროგრამები, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. შეხვედერას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ზოიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე ესწრებოდნენ. „მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში:
“ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში
„უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობა“. 2023 წელს დაუფინანსდება 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე უშვილო წყვილებსაც. გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 200 000 ლარიდან გაიზრდება 220 000 ლარამდე.
გაიზრდება შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამები, ელექტროეტლების რაოდენობა და დამხმარე საშუალებების ნუსხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)