|
2022-12-08 12:58:14, 1634 ნახვა
რეგიონი
კახეთში, 1300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
საქართველოს მელიორაცია კახეთში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს. ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მანავისა და თოხლიაურის 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. 9,2 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ, სოფელ მანავში მიმდინარე სამუშაოები რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)