|
2022-12-06 13:35:31, 2136 ნახვა
სხვადასხვა
ტელეკომპანია Дождь-ი მაუწყებლობას აგრძელებს და ლიცენზიის გაუქმებას უსამართლოდ მიიჩნევს
ტელეკომპანია «Дождь»-ის რედაქტორებმა, რომელსაც ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია დღეს გაუუქმეს, განაცხადეს, რომ გააგრძელებს მუშაობას. „ლატვიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ტელეარხ „დოჟდს“ ლიცენზიის გაუქმებაზე. ტელეარხი შეწყვეტს საკაბელო მაუწყებლობას, მაგრამ დარჩება YouTube-ზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყველა ბრალდებას მივიჩნევთ უსამართლოდ და აბსურდულად“, - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში. «Дождь»-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატალია სინდეევამ გამომცემლობა მედუზასთან ინტერვიუში განუცხადა, რომ არხს არ უცდია ლატვიის ხელისუფლებასთან „მოლაპარაკება“ და რომ ნანობს ჟურნალისტის კოროსტელევის ნაჩქარევად გათავისუფლებას. მანამდე NEPLP-მა დოჟდი 10 000 ევროთი დააჯარიმა. ჯარიმა დაწესდა იმის გამო, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)