|
2022-12-04 14:57:22, 2172 ნახვა
სხვადასხვა
ირანი ზნეობის პოლიციას აუქმებს
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში „ზნეობის პოლიცია“ დაიშლება. - ამის შესახებ, ირანის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. „ზნეობის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან“, - აღნიშნა ირანულ მედიასთან გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა. ამასთან გაურკვეველია, ე.წ მორალის პოლიცია ისევ სხვა კონტექსტში შეიქმნება თუ სხვა სახელით. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ სასიკვდილო განაჩენი და სამართალწარმოება "ზნეობრივი" დანაშაულებისთვის გაგრძელდება. ამასთან ირანის ხელისუფლება ცვლის კანონს ქალებისთვის ჰიჯაბის სავალდებულო ტარების შესახებ. ამის შესახებ ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა განაცხადა. 2022 წლის 16 სექტემბერს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, რომელიც უკავშირდება 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის ვიცე-პოლიციის მიერ მკვლელობას, რომელიც დააკავეს ჰიჯაბის ტარების შესახებ კანონის სავარაუდო დარღვევისთვის. შედეგად, ბევრმა ირანელმაც შეწყვიტა მისი ტარება. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 14000 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)