|
2022-10-28 12:29:21, 1665 ნახვა
რეგიონი
ებრაულ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები ქვეყნდება
ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ. „აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მილიონობით გამომწერსა და მკითხველს უზიარებდნენ. რეგიონის შესახებ მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში, მათ შორის უმსხვილეს სამოგზაურო პლათფორმაზე LAMETAYEL და ყოველდღიურ გამოცემაში ISRAEL HAYOM ეტაპობრივად გამოქვეყნდება. მედიატურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. ისრაელი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ტურისტებისა და ფრენების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)