20:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 15:48:27, 2251 ნახვა

კომენტარი
დოროყაშვილი - კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას - ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, ახლა იწყება

მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს ამ წუთას და ამ წამს, იმყოფება ძალადობის ქვეშ, - ასე აფასებს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს. 

მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა და ყველა ინსტანციას მიმართავს, რათა სიმართლე დაამტკიცოს. 

"მოვაწერეთ ოფიციალურად ფემიციდს ხელი და რეალურად, მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა ყველა იმ ქალს, ვინც დღეს ამ წუთას და ამ წამს, იმყოფება ძალადობის ქვეშ. რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას, აუცილებლად ვიბრძოლებთ, ჩვენ მივდივართ ყველა ინსტანციაში და რეალურად, ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, პირიქით, ახლა იწყება", - ამბობს დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, გუშინ, 21 ოქტომბერს გამოაცხადა. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე გამართლდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics