15:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 20:12:23, 6293 ნახვა

კულტურა
გელათში „ქართული ერთობის დარბაზი“ უკრაინელ მეცნიერთა მონაწილეობით იხსნება

გელათის აკადემიის ისტორიულ კომპლექსში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევით 8 თებერვალს, 14 საათზე   „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი უკრაინელ მეცნიერთა მონაწილეობით იხსნება.
 გელათის აკადემიაში, კონგრესის ამ დღეს ჩატარებას დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს  - იგი ქართული სახელმწიფოს გამაერთიანებლის,  დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტარდება ქართული სულიერების აღორძინების კერაზე.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები როგორც თბილისიდან და ქუთაისიდან, ასევე ბათუმიდან, თელავიდან, გორიდან და საქართველოს ყველა კუთხიდან. კონგრესში მონაწილეობს ასევე დარბაზის მოწვევით  საგანგებოდ ჩამოსული  დელეგაცია უკრაინიდან ცნობილ მეცნიერთა და ჟურნალისტთა შემადგენლობით.
დარბაზის დამფუძნებლები არიან სახელოვანი მეცნიერები, მწერლები, კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები  რეზო ჩხეიძის თაოსნობით: ანზორ ერქომაიშვილი, რომან რურუა, ომარ მხეიძე, თემურ გუგუშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი.
 „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი დასრულდება მოქმედების მანიფესტის მიღებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics