16:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 18:52:31, 11121 ნახვა

კულტურა
პიანისტმა სესილი სივსივაძემ ექვს საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება

ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ავცრლებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების IV კლასის მოსწავლე, სესილი სივსივაძემ ექვს საერთაშორისო ონლაინ კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება:

ესპანეთის საერთაშორისო ფესტივალი World Art Games - პირველი საპრიზო ადგილი; არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეორე საერთაშორისო კონკურსი - პირველი საპრიზო ადგილი; ამერიკის შეერთებული შტატების მუსიკის მასწავლებელთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამართული საერთაშორისო ონლაინ ფესტივალი ოჰაიოს შტატში,  ქალაქ ცინცინატში - ფესტივალის ლაურეატი;

იუტას შტატის საერთაშორისო კონკურსი - მეორე საპრიზო ადგილი; კანადის საერთაშორისო კონკურსი Red Maple - მეორე საპრიზო ადგილი (მიწვეულია გალა კონცერტზე, რომელიც გაიმართება ტორონტოში); კლოდ დებიუსის სახელობის საერთაშორისო კონკურსი - დებიუსის საუკეთესო შესრულებისთვის - მეორე საპრიზო ადგილი

გასულ წელს სესილი სივსივაძემ  ოთხ საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ლაურეატის წოდება: 

ამასთან, 2021 წლის ივლისში პიანისტმა სესილი სივსივაძემ მალტის საერთაშორისო პიანისტთა ონლაინ კონკურსზე “VII Valetta International Piano Competition” მოიპოვა გრან პრი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics