|
2022-09-14 17:37:44, 1657 ნახვა
რეგიონი
ჩეხი ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩეხი ჟურნალისტები სტუმრობდნენ. მედიატურის მონაწილეებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად მთიანი აჭარა მოინახულეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „ისინი ასევე სტუმრობდნენ მტირალას ეროვნულ პარკს, სადაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებით ისარგებლეს და პარკის უნიკალური ტურისტული ბილიკები დალაშქრეს. ჩეხეთი აჭარისთვის საცდელი ტურისტული ბაზარია, სადაც ტურის შედეგად რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ბლოგები გამოქვეყნდება. სექტემბრის განმავლობაში აჭარას ჟურნალისტები ლატვიიდან, ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან და ევრონიუსის სათაო ოფისიდან ეწვევიან. პრეს და ინფოტურების შედეგად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წელს ტურსააგენტოს და მედიის 150-მდე წარმომადგენელი გაეცნო, რომლის შედეგადაც უცხოურ მედიაში აჭარის შესახებ 700-მდე სტატია, რეპორტაჟი, ფოტო და ბლოგპოსტი გამოქვეყნდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)