|
2022-08-29 14:12:35, 1678 ნახვა
რეგიონი
კურორტ გოდერძიზე მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები 120 მოსწავლისთვის საზაფხულო სკოლა მოეწყო
პანდემიით განპირობებული სირთულეების დაძლევის მიზნით აჭარის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავდა საზაფხულო სკოლის პროექტი, რომელიც დაეხმარება მაღალმთიანი აჭარის სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში. პროექტში ჩართულები არიან ქედაში, შუახევსა და ხულოში მცხოვრები საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები. კურორტ გოდერძიზე ოთხი საზაფხულო სკოლა მოეწყო, სასწავლო პროცესში 120 მოსწავლეა ჩართული. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ მეცადინეობებს ფიზიკის და მათემატიკის მიმართულებით, დროის მნიშნელოვან ნაწილს უთმობენ შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობას. საზაფხულო სკოლები დაიწყო მიმდინარე წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 31 აგვისტოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)