20:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 21:12:22, 1421 ნახვა

სამხედრო
უკრაინაში დღეს ოფიციალურად 562 რუსი სამხედრო ტყვეა

უკრაინაში დღეს ოფიციალურად 562 რუსი სამხედრო ტყვეა. - ამის შესახებ,  ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

"ახლა ჩვენ ოფიციალურად გვყავს რუსეთის ფედერაციის 562 სამხედრო ტყვე. ასევე არის ეგრეთ წოდებული "ტვირთი-200" - ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მონაცემებს აქ და ვაწყობთ მუშაობას წითელ ჯვართან ერთად", - თქვა მან.

ოფიციალური პირის თქმით, თითოეული მათგანის სამხედრო  ბარათები და მონაცემები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ეგზავნება.  უკრაინა ყველა ტყვეს ექცევა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახლადშექმნილი ეროვნული საინფორმაციო ბიურო უკრაინაში სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ასეთი ბიუროს შექმნის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით უკვე ეცნობა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics