21:22 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 17:10:44, 2249 ნახვა

კომენტარი
ირაკლი შოთაძე: პროკურატურის გუნდი თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას, საქართველოს პროკურატურის გუნდზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის მიღწევები, რასაც უწყებამ 2021 წელს მიაღწია, პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია.

„ის შედეგები და მიღწევები, რომლებზეც დღეს  ვისაუბრე არ იქნებოდა, რომ არა გამორჩეულად პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლებით დაკომპლექტებული საქართველოს პროკურატურის გუნდი, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების ფასად ახერხებს ღირსეულად გაართვას თავი დანაშაულთან ბრძოლის ურთულეს გამოწვევებს, რომელიც ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. მსურს, თითოეულ მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო წარმატებული საქმიანობისთვის" - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics