18:24 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 10:51:21, 751 ნახვა

საზოგადოება
ტროტუარებზე 210 პარკირების ადგილი გაუქმდება

თბილისში, ტროტუარებზე 210 პარკირების ადგილი გაუქმდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განუცხადა.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში დედაქალაქში მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკინგების აშენება იგეგმება.
 „ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს გაგვაქვს მთავრობის სხდომაზე, ტროტუარებზე 210 პარკირების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც შვებას მისცემს ფეხით მოსიარულეებს.  იქ,  სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, შეუძლებელია ავტომანქანის პარკირება ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს ხელი არ შეეშალოთ. ამიტომ, ასეთ ადგილებში ჩვენ მოვხსნით ავტომანქანების პარკირების ადგილებს.  ამავდროულად უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერსესთა გამოხატვა დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდან, რომლებიც დედაქალაქში  მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიან პარკინგებს ააშენებენ, რათა ტროტუარებზე ეტაპობრივად პარკირებამ  დისკომფორტი არ შექმნას“, – აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics