16:16 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-28 12:47:08, 5109 ნახვა

High - Tech
რობოტმა ისტორიაში პირველად, ადამიანის ჩარევის გარეშე, ოპერაცია ჩაატარა

ისტორიაში პირველად, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში რობოტმა, ადამიანის ჩარევის გარეშე, ოპერაცია ჩაატარა, ამის შესაცებ The Guardian წერს.

ლაპარასკოპიული ოპერაცია 4 ღორის ორგანოებზე ჩატარდა. რობოტიზირებული სისტემა სახელად STAR (Smart Tissue Autonomous Robot), რომელიც რბილ ქსოვილებზე ოპერაციების ჩასატარებლად იქნა გამოგონილი, სქელი ნაწლავის ანასთომოზის ოპერაცია წარმატებით ჩაატარა.

მეცნიერების თქმით, ოპერაცია ფილიგრანული სიზუსტით იქნა ჩატარებული. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რობოტმა ადამიანზე უფრო სწორი ნაკერების დადება მოახერხა.

ჯონ ჰოპკინსის მეცნიერების თქმით, ეს ავტონომიური რობოტის გამოყენებით, პირველი განხორციელებული ოპერაცია იყო.

"STAR - ს აქამდეც იყენებდნენ, მაგრამ მას ქირურგი ადამიანის კონტროლი ყოველთვის სჭირდებოდა, ახლა ეს (ოპერაციები) ადამიანის ჩარების გარეშეც იქნება შესაძლებელი", - წერს The Lancet.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics