|
2021-12-17 10:36:09, 3301 ნახვა
კომენტარი
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილი - ეს ტრაგედია მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება
ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება, - ამის შესახებ გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა განაცხადა, რითიც ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ ვერდიქტს გამოეხმაურა. მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულებს „სწორი გადაწყვეტილებისთვის“ და „სიმართლისთვის“ მადლობა გადაუხადა. „ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება. ძალიან დიდი ტრაგედია და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის, სიმართლისთვის“, - განაცხადა კობიაშვილმა. ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)