|
2015-02-03 13:52:13, 1776 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკმა“ ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა
„ლიბერთი ბანკმა“ ახმეტაში განახლებული ფილიალი გახსნა, რომელიც 10,000-მდე ფიზიკურ და 100-მდე იურიდიულ პირს სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ფილიალში ასევე ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატით სარგებლობა, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელს კომუნალური და სხვა გადასახადების გარდა საკუთარ საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანის, ასევე ლიბერთი ბანკში არსებული ნებისმიერი სესხის დაფარვის შესაძლებლობა ექნება. „ლიბერთი ბანკი“ მომხმარებელს მომსახურების სხვადასხვა არხებს სთავაზობს, რომელთა გამოყენებითაც საბანკო მომსახურების მიღება ბანკში მიუსვლელადაც შეუძლია, რაც საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით, „ლიბერთი ბანკს“ მომსახურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს, რაც 629 მომსახურების წერტილს აერთიანებს. ამჟამად „ლიბერთი ბანკი“ 1.5 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)