17:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 11:15:39, 1201 ნახვა

სამართალი
ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს დებულება გასაჯაროვდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკვე მრავალი წელია სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სხვა დანაყოფების დებულებების გასაჯაროებას ითხოვენ. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.

მათივე ცნობით, ვინაიდან, სამინისტროს პრიორიტეტია ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება - მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება სააგენტოს დებულება გასაჯაროვდეს. დებულება უკვე საჯაროა და გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში.

შსს აგრძელებს მუშაობას, რათა უახლოეს პერიოდში სხვა ქვედანაყოფების დებულებებიც გახდეს ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics