|
2021-10-06 15:05:48, 3164 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით, ციხეში ჩააბაროს ნარკოტესტი
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნარკოტესტი ჩააბაროს. ბასილაშვილის თქმით, მათ აქვთ ღარიბაშვილთან „ჩელენჯი“, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ნარკოტესტი ჩააბაროს. „ჩვენ მიხეილ სააკაშვილი გვინახავს ველოსიპედზე, გვინახავს რომ ცურავს, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ჩვენ მზად ვართ, ტელეკამერების, ჟურნალისტების თანდასწრებით არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, არამედ ამ კლინიკაში ჩავაბაროთ ნებისმიერ ნარკოტიკზე ტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება „ჩელენჯი“, მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით, ჩააბაროს ტესტი“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)