|
2021-09-13 13:31:54, 1550 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე სასულიერო პირების თვალთვალზე - „ნაცმოძრაობა“ და ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ინტერნეტში საპატრიარქოს წარმომადგენლების ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილების გავრცელებას ეხმაურება. როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული ტელევიზიები მუდმივად ცდილობენ ეკლესიის დისკრედიტაციას. „მითხრეს, რომ გავრცელდა ეკლესიის მადისკრედიტირებელი რაღაც გადაცემა, მცდელობა იყო, ეს არის მუდმივი კამპანია. ვხედავთ, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მასთან დაკავშირებული ტელევიზიები ცდილობენ მუდმივად ეკლესიის დისკრედიტაციას, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე, როდესაც კონკრეტული პარტიები და ეკლესიები ეწევიან ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი საქმე და ისინი ამისთვის მიიღებენ სათანადო პასუხს, პირველ რიგში, საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ ღამე, სოციალურ ქსელში გავრცელდა საპატრიარქოს წარმომადგენლების, მათ შორის, პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფარული მოსმენა-თვალთვალის ფაილები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)