22:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 13:36:14, 922 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში

ეპიდსიტუაცია უარესდება, ამიტომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ გამორიცხავს რეგულაციების გამკაცრებას და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

,დღევანდელი და გუშინდელი მონაცემები იმეორებს იმას, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოერმბრის დასაწყისში იყო. ყველამ უნდა გავითავისოთ და დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში პირბადე ყველა დახურულ შენობაში. ასევე შემოდის რეგულაცია ღია სივრცეებში სადაც 5-6 ადამიანი ვიკრიბებით უნდა გვეკეთოს პირბადე. თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, თავშეყრებზე, კონცერტებზე და ავიცრათ ყველა! საზოგადოება მოდუნდა, მესმის ზაფხულია, ყველას უნდა გარეთ ყოფნა და რესტორანში დაჯდომა, მაგრამ 26 ადამიანი მოკვდა დღეს დილასაც," -  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics