|
2021-07-20 17:05:44, 1115 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“ აგრძელებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2021 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით 14 წლის ასაკიდან დაინტერესებული პირებისთვის აგრძელებს ონლაინ კონკურსს „ჯილდო ცოდნისთვის“. - აღნიშნულის შესახებ ,,ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ონლაინ ტესტირების და ვიდეო კონფერენციის გზით, გათვალისწინებულია კონკურსის ჩატარება სამხედრო ისტორიის, საქართველოს თავდაცვის ძალების, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებში. მათივე ინფორმაციით, საუკეთესო კონკურსანტები დაჯილდოვდებიან: I ადგილი - ნოუთბუქი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. II ადგილი - პლანშეტი, „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. III ადგილი - „დელტას“ სასაჩუქრე დანა, საწვიმარი ლაბადა, სამხედრო ზურგჩანთა, მათარა, სამხედრო თემატიკის წიგნები და ასევე, კომპანია Time-სგან დაწესებული Casio G-Shock-ის საათი. IV-X ადგილები - სამხედრო ზურგჩანთა, მათარა და სამხედრო თემატიკის წიგნები. „კონკურსის ათივე საუკეთესო მონაწილეს, გამომცემლობა „არტანუჯისგან“, ასევე გადაეცემა ისტორიული თემატიკის წიგნები. კონკურსის მონაწილეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ ვებგვერდზე - testebi.mod.gov.ge“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)