01:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-31 19:22:31, 703 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე - პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, დღეს არც ვაქებ და არც ვაძაგებ

„პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, დღეს არც ვაქებ და არც ვაძაგებ“, - ამის შესახებ „საქრთველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოფილ თანაგუნდელებზე ჭორაობას არ აპირებს.

„ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ.

ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს.

მე მესმის, აქ რამდენ ადამიანს უნდა ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics