|
2021-05-04 15:47:33, 1057 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - პარლამენტი და ყველა უწყება გაჩერებულია, „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს
პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს, „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმეე დღეებს გამოეხმაურა, რომლის დროსაც შეჩერებულია საპარლამენტო საქმიანობაც. ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის საპატიმრო დაწესებულებაში მაქსიმუმ 5 კვირა შეიძლება დარჩეს. „პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები გაჩერებულია, ყველა უწყება გაჩერებულია, არაფერი არ მუშაობს. საბჭოთა ტერმინი რომ იყო „მაისკი პრაზნიკები“ მოიწყვეს თავიდან ბოლომდე, მართლა ეს არის. ამნისტიის კანონის ერთ-ერთი მიზანი არის, სწორედ, ნიკა მელიას გათავისუფლება. ყველაზე მეტ ხანს, 5 კვირა შეიძლება იყოს ის საპატიმრო დაწესებულებაში. ამნისტიის კანონს აუცილებლად მივიღებთ და ის გათავისუფლდება. არაერთხელ ვთქვით, რომ ამნისტიის კანონამდე გათავისუფლების მექანიზმი არის გირაო, ევროპულ და დასავლურ მხარესთანაც ვართ შეთანხმებულები ამაზე. უნდა გადაეხადა, თუ არა ნიკა მელიას გირაო, არასწორი მგონია ჩემი მხრიდან ციხეში მჯდომი პოლიტპატიმრის პოზიციებზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)