17:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 10:42:25, 1252 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2014 წლის 29 დეკემბრიდან თაღლითობის ბრალდებით ძებნილი, 1977 წელს დაბადებული ვუგარ მ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ვუგარ მ. 2014 წლის მაისში თაღლითურად დაეუფლა თავისი თანასოფლელის, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მცხოვრები მოქალაქის კუთვნილ 4 700 ლარს. 2014 წლის 29 დეკემბერს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვუგარ მ-ს დაკავების შესახებ განჩინება გამოიტანა და აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში დააკავეს. ამ დროისთვის ვუგარ მ. სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია შესახლებული.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics