|
2015-10-02 14:06:29, 669 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ „რუსთავი 2“ -ის ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის დამცველებმა პროცესის დაწყებისას მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა დააყენეს, რაზეც მოსამართლემ უარი განაცხადა, მეორე შუამდგომლობა კი პროცესის გადადებას ეხებოდა. როგორც ცნობილია, ადვოკატებმა ჯერ კიდევ წინა პროცესზე ჩააყენეს მოსამართლე ურთმელიძე საქმის კურსში, რომ არხის გენერალური დირექტორი და მთავარი იურისტი დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, რის გამოც პროცესის გადადება ითხოვეს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და 2 ოქტომბერს სხდომა მაინც ჩანიშნა. მოსამართლის განცხადებით, რუსთავი 2-ის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო. "მე ვფიქრობ, რუსთავი 2 ცდილობს თავის რეჟიმზე ამყოფოს სასამართლო", - განაცხადა ურთმელიძემ. ამ წუთებში რუსთავი 2-ის მხარე ითხოვს საქმე მოსამართლეთა კოლეგიამ განიხილოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)