|
2015-01-30 09:36:04, 856 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, კონკურსანტი ფარულ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის გასაუბრებაზე, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედი თანამშრომელი, კონკურსანტი კახაბერ ბუსკივაძე ფარულ ვიდეოგადაღებას აწარმოებდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომისიის წევრებს აღნიშნულის თაობაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ბუსკივაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაადეკვატურ ქმედებებს. "კერძოდ, კომისიის წევრთა განცხადებით, გასაუბრების პროცესში კახაბერ ბუსკივაძე არ პასუხობდა დასმულ ცალკეულ შეკითხვებს, მოქმედებდა გამომწვევად და პროვოკაციულად. გასაუბრების დასრულებისას, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, მან არ დატოვა გასაუბრების ოთახი და დაჟინებით ითხოვდა, მისთვის დამატებით დაესვათ შეკითხვები. კომისიის წევრებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახაბერ ბუსკივაძე ფარულ გადაღებას აწარმოებდა მაჯის საათზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის მეშვეობით. კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, გამოძახებული იქნა პატრული. კახაბერ ბუსკივაძის ქმედების შედეგად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობა ჩაიშალა, რის გამოც დარჩენილ კანდიდატურებთან გასაუბრება გადაიდო. კომისიის წევრთა აზრით, კახაბერ ბუსკივაძის ქმედება მიზნად ისახავდა კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლას. ის, რომ აღნიშნული ინციდენტიდან უმოკლეს პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილზე იყვნენ მობილიზებული, ცხადყოფს რომ ეს ქმედება მათ მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი",-ნათქვამია განცხადებაში. მერია სამართალდამცავ უწყებებს მიმართავს, დეტალურად შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)