|
2015-09-29 17:39:43, 805 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური ინვესტორებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ინვესტორების ჯგუფს და კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მიმდინარე და მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტების მაჩვენებლების შესახებ. ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან ხარჯვა მაქსიმალურად თანაბარია, ასევე გაზრდილია საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, წლის მეორე კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორებთან. სტუმრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც მთავრობა გეგმავს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და პრივატიზაციის მიმართულებით. კომპანია Bank of America Merrill Lynch-ის წარმომადგენლები საქართველოში არსებული მდგომარეობის გასაცნობად ჩამოვიდნენ. თბილისში ისინი წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)