|
2015-09-29 11:08:20, 855 ნახვა
სამართალი
შსს-მ დაჭრის ფაქტი გახსნა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული შალვა ა. სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებული გიორგი დ. და 1983 წელს დაბადებული ირაკლი ე. ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)