15:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 22:22:04, 4833 ნახვა

ცესკო - თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15-17 ნოემბერს უნდა მოგვმართონ

„თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15, 16 და 17 ნოემბერს უნდა მოგვმართონ“, - ამის შესახებ ცესკო სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

ვიდეო მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის სპეციუალური ჯგუფები იმუშავებენ.

„ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა. მათ სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც სპეციალურ ბაზებში ფიქსირდებიან საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის 15-16 ნოემბერს 10:00-დან 20:00 საათის ჩათვლით, ხოლო 17 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს - 2 51 00 51.

ხმის მიცემის პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სრულად იქნება სანიტარულ-ჰიგიენური წესები დაცული.

მივმართავთ ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს, დაიცვან პანდემიასთან დაკავშირებული ყველა წესი.

დაგვიკავშირდით, გააკეთეთ განაცხადი და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, - აცხადებენ ცესკო-ში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics