|
2020-11-01 13:14:24, 1890 ნახვა
კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა
„ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან სულ მცირე 76 მანდატი პირველივე ტურში მიანიჭა მოსახლეობამ. „გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. გუშინ, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა. არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ნაწილში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაიმეორა, საქართველოს მოსახლეობის 48-ზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და ასევე დამაჯერებლად, პირველივე ტურში გაიმარჯვა მინიმუმ 14 მაჟორიტარულ ოლქში. მინიმუმს ვამბობ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლა მაჟორიტარების მიმართულებით. მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ , გადაუნაწილებელი მანდატების პროპორციის გათვალისწინებით, 150-დან მინიმუმ 76 მანდატი (62 – პროპორციული და 14 – მაჟორიტარული) პირველივე ტურში მიანიჭა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. შესაბამისად, „ქართული ოცნებას“ მომავალ პატლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. აქედან გამომდინარე, არჩევნების ინტრიგა, ინარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, დამთავრებულია. „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ნებით, დიახ, ინარჩუნებს ხელისუფლებას და მეორე ტურში დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას. აქვე, მინდა ავღნიშნო, არჩევნები ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი სრულად პროპორციული სისტემით და 5% -ანი ბარიერთ რომ ჩატარებულიყო, ბარიერს მხოლოდ ორი პარტია გადალახავდა და “ქართული ოცნებას” საპარლამენტო მანდატების ორი მესამედი ანუ ასი მანდატი შეხვდებოდა წილად, ოპოზიციას კი მხოლოდ 50 მანდატი. შესაბამისად, ამ სისტემით ჩვენ შევძელით კიდევ უფრო პლურალისტური პოლიტიკური გარემოს შექმნა და მივეცით შესაძლებლობა ამომრჩევლებს ყველა ის პოლიტიკური პარტია მაქსიმალურად ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, რომელთაც შეძლეს მოსახლეობის თუნდაც 1%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტორია დემოკრატიის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მხარდამჭერებს გამარჯვებას, მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, თითოეულ ადამიანს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილისთვის. წინ მეორე ტურები გველის და მოგიწოდებთ მაქსიმალური მობილიზაციისკენ, ჩვენ ერთად, ყოველთვის გავიმარჯვებთ. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)