|
2020-10-31 17:10:10, 1471 ნახვა
ლევან ხაბეიშვილი - მობილიზებული ჰყავთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კრიმინალები
„მობილიზებული ჰყავთ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი კრიმინალები“, - ამის შესახებ „ენმ-ძალა ერთობაშია-ს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად ამძაფრებენ სიტუაციას, ამომრჩევლის დაშინების მიზნით. „ჩემი ინფორმაციით, გლდანში საარჩევნო უბანზე მოხდა გასროლა, ერთ-ერთი დამკვირვებლის მისამართით, ამ დროისთვის მე, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ, მათ მობილიზებული ჰყავთ კრიმინალები და მათი უმრავლესობა ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა, 49-ე საარჩევნო უბანზე ვეხვეწებოდი პოლიციას, რომ ორი მსგავს მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ნარკოლოგიურში გადაეყვანათ, გლდანის საარჩევნო უბნებზე ხელოვნურად ამძაფრებენ სიტუაციას, რომ ის ამომრჩევლები ვინც ჯერ არ მისულან არ დააფიქსირონ თავიანთი ხმა. მინდა მოვუწოდო იმ ამომრჩევლების, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან უბნებზე, მობრძანდით და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი, ჩვენ გარანტირებულად დავიცავთ თქვენს ხმებს. ახლა მინდა კონკრეტულ დარღვევებს შევეხო, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, სამგორის რაიონში 39-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ ჩვენს დამკვირვებელს, ასევე თავს დაესხნენ გოგონას, რომელიც იღებდა სიებს და თანხის გადაცემის პროცესს, ასეთი ფაქტი მოხდა კიდევ 49-ე უბანზეც, აქაც ჩვენს დამკვირვებლებს დაესხნენ თავს. ამის ფონზე ხელისუფლება და პოლიციის ინსტიტუტები მთლიანად ჩამოშლილია, ისინი არ რეაგირებენ არანაირ დარღვევაზე, არავის არ აკავებენ და არ უზრუნველყოფენ საარჩევნო გარემოს მშვიდობიან გარემოში ჩატარებას. რა თქმა უნდა იწერება საჩივრები, იმ უბნებზე სადაც სამართალდარღვევები ხდება. კომიკური სიტუაცია შეიქმნა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავიანთ კრიმინალებს თვითონ ამშვიდებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ არ შეიძლება მსგავსი ქმედებები. მათაც უჭირთ მეგობრებო კრიმინალის შეჩერება“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)