18:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-22 18:43:42, 895 ნახვა

სამხედრო
ესტონეთის გენშტაბის უფროსის ვიზიტი დასრულდა

საქართველოში ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის დასკვნით დღეს ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი სსსტც „დელტას“ ეწვია. სამეცნიერო ცენტრში ესტონურ დელეგაციას ქართული სამხედრო მრეწველობის შესახებ პრეზენტაცია გაუმართეს და ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარუდგინეს.

ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისიც“ დაათვალიერა. სასწავლო ცენტრში ესტონეთის გენშტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. კრწანისში სტუმრებს სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სიმულაციური ცენტრები დაათვალიერებინეს.

მოგვიანებით სტუმრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს. გაცნობითი ბრიფინგის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი აკადემიის ინფრასტრუქტურას გაეცნო.

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics