|
2020-10-18 21:50:12, 4447 ნახვა
ნიკა მელია და ცეზარ ჩოჩელი სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ
ნიკა მელია და მცხეთა-მთიანეთი, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ცეზარ ჩოჩელი სოფელ მუხრანის მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადეს, ყველა პროექტი, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა მცხეთის რაიონში გაჩერებულია. მათ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. „ვხდებით მოსახლეობას, დავიწყეთ ფასანაურით, გავაგრძელეთ დუშეთით, ახლა ვიმყოფებით მუხრანში, სადაც გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა და ერთი და იგივე პრობლემა, ერთი და იგივე მოლოდინი გააჩნია მოსახლეობას. რა არის პრობლემა? გაუსაძლისი მდგომარეობაა, უიმედობაა, ხალხს მილიარდელმა ადამიანმა იმედიც კი დაუკარგა ხალხს. რისი არის მოლოდინი? ცვლილებების უკეთესობისკენ და არა უარესობისკენ, როგორც ეს 2012 წელს მოხდა, მოსახლეობა დაირაზმა ცვლილებებისთვის და მივიღეთ უარესი შედეგი. არჩევანი ოპოზიციის სასიკეთოთ არის გასაკეთებელი, რადგანაც დღეს უნარი, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისისგან გამოიყვანოს აქვს ოპოზიციას. ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას და ცეზარ ჩოჩელს აქვს იმის უნარი გახადოს ეს მხარე წარმატებული და მდიდარი. ეს ცეზარ ჩოჩელმა ბევჯერ დაამტკიცა. ამ ადამიანს თავისი საფიქრალი და საზრუნავი აქვს, როდესაც ათასობით ადამიანს ასაქმებს კერძო სექტორში, ამიტომ ორმაგად ვუფასებ მე ამ ნაბიჯს, რომ საჯარო პოლიტიკაში გადაწყვიტა წამოსვლა. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული გეგმა და შეხედულებები, რომ მაგალითად მუხრანი იყოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სოფელი. ამას სჭირდება მოტივაცია და ცოდნა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას აღარ აქვს და დაღლილები არიან. ამიტომ 31 ოქტომბერს ყველა ერთად დილის 8 საათიდან უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და მკეთრი და მკაფიო ხმა გავაგონოთ ოლიგარქს“ . - განაცხადა ნიკა მელიამ „ექსპრესნიუსთან“ საუბარისას. როგორც ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა განაცხადა სოფლად ყველგან ერთ და იგივე პროგლემაა. „მუხრანი არის ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი, ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე სოფელია, თუმცა დღეს ძალიან გაჭირვებულია. ბევრი პრობლემაა ამ სოფელში, როგორც სხვაგან, პირველი პრობლემა არის წყალი, რომლის მოგვარებაც არის გადაუდებელი საქმე. ხალხს ყველაზე დიდი პრობლემა რაც აქვს რეგიონში ეს არის დასაქმება, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მოხდეს მოკლე ვადებში, ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ რეგიონსა და სოფელში დასაქმება და მინიმალური შემოსავლის შოვნა, არ უნდა მიდიოდნენ საზღვარგარეთ ემიგრანტებათ“ , - გამაცხადა ცეზარ ჩოჩელმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ისინი მხარს უჭერენ ცეზარ ჩოჩელის კანდიდატურას. „მივესალმებით ცეზარ ჩოჩელის კანდიდატურას და იმას რაც სამომავლოდ განხორციელდება ჩვენთვის და ჩვენი სოფლისთვის. იმედი გვაქვს, რომ ყველანაირად მხარში ამოგვიდგება და ჩვენც მის გვერდით ვართ“ , - განაცხადეს მუხრანის მცხოვრებლებმა „ექპსრესნიუსთან“ საუბრისას.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)