16:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 17:28:07, 4532 ნახვა

რეგიონი
“კავკასუს მეტალ ტერმინალი" წარმოებით არეალს აფართოებს

ბიზნესსექტორის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელი შპს ,,კავკასუს მეტალ ტერმინალი'' წარმოებით არეალსა და პარტნიორულ ურთიერთობებს აფართოებს.

ამ მიზნით, დაწყებულია ტერმინალის განვითარების გეგმის რეალიზაცია.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოთა მეორე ეტაპი კი სასაწყობე შენობა-ნაგებობისა და ფართობის აგება-შემოღობვას ითვალისწინებს. დღეისათვის ტერმინალზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია. საწარმოს პერსპექტივასთან დაკავშირებით, ტერმინალის გაფართოების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. გაფორმდა კონტრაქტი თურქულ კომპანია ,,კარდენისთან''. პროექტი ერთწლიანია და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

,,კავკასუს მეტალ ტერმინალის'' გაფართოების პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კავკასიური მეტალის ტერმინალი 2014 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა შვეიცარული კომპანია „INDUSTRIAL MINERAL“-ის ინვესტირებით განხორციელდა. ტერმინალი თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი და პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავება-ტრანსპორტირებას ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics